მე ქალი ვარ


მე ქალი ვარ... მაგრამ...
ყინვა ვიყო...
შეგეყინებოდი....
დღე ვიყო შეგაღამდებოდი...
ღამე ვიყო... ვერ დამეღწეოდი ვერასდროს...
მზე ვიყო...დაგადნობდი აპრილის თოვასავით...
წიგნი ვიყო... არ წაგაკითხებდი თავს...
სარკე იყო...
არ ჩაგეხედებოდი...
წყალი იყო...
არ დაგებანებოდი თვალებს...
სურნელი ვიყო...
არ შეგესუნთქებოდი...
შენ რომ ჩემი ჩასაცმელი იყო... შიშველი ვივლიდი...
სიტყვა ვიყო... არ დაგეწერებოდი...
შენი მეორე თუ პირველი ვიყო... არ გაგიყოფდი სარეცელს...
შენი სუნთქვა რომ ვიყო...
ჰაერის ბოლო ნამცეცებამდის ამოვქრებოდი შენის ფილტვებიდან...
შენი სუნთქვა რომ ვიყო...
შენი ფერთა პალიტრა რომ ვიყო...
არ ჩავიწობდი შენს ხარბ ფუნჯს ჩემს ნოტიო ფერთა გამაში...
შენი ფერი რომ ვიყო... გავხუნდებოდი...
შენი კლავიში რომ ვიყო... ნერვებს დავიწყვეტავდი სიმებად...
ბავშვი რომ ვიყო... არ გამოგეტირებოდი...
ნიავი რომ იყო... არ გაგენაზებოდი...
მზის სხივი რომ იყო... თვალს არ აგარიდებდი...
შენი მოწინაღმდეგე მეომარი რომ ვიყო... არ ავიცდენდი ტყვიას შენსას...
დამპყრობი რომ ვიყო... არ დაგიპყრობდი...
მკვლევარი რომ ვიყო... არ ვიკვლევდი შენს არას...
მუსიკა რომ იყო _ არ მოგისმენდი...

თვალ-ყურ დახშული ვივლიდი...
ვიფრენდი, რომ არ შეგხებოდი ჩემის ჭუჭყიანი ფეხით...
თუკი ჰაერში მაინც მომცემდი ფრენას...
თუ არ დამბერავდი...
თუ არ შემისუნთქავდი...
სურნელი რომ ვიყო და ქარად რომ შემყროდი...
ქალი ვარ და.... ამიტომ...
2 მაისი, 2011 წელი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen