ხშირად აყოვნებენ მოსვლას მუზები... და თუ მოვიდნენ... ადვილად ვპოულობ მათთან საერთო ენას...მერე ისევ უკვალოდ რომ არ გამირბოდნენ მიუსავლეთს... თუ მოუსაველთს, ვინ იცის!..
სხვათა ქოლგებქვეშ...
ფეხის ხმაზე მაინც არ ვცნობდე...
ცად რომ არ მიჰყვებოდნენ ლოთებს მთვარეულ ვარსკვლავებთან...
თუ საკუთარ მუზებთან სალაღობოდ...
ხშირად შესცქერიან მწიფე ვაშლებს შაქარები თუ ყინულები...
თუ ქარი მოიგდეს ხელთ... ესეც უკვალოდ რომ არ დაბორიალობდეს ტყედ...
სხვის სიმართელს რომ არ უქრობდეს სანთელს ღამეული ფიქრის მიწურში...
უკედლებო და უსახურავო თავშესაფარში...
ხშირად სტუმრობს ლოთიანი ჩემი კარის მეზობელს... უყოვნებენ მოსვლას ფხიზელი ღამეები... თეთრად ნათენები აის-მაისები...
თუ ჩავიდგე ხელთ ფოთოლცვენას...
გაზაფხულამდის არ გავუშვებ ჩემი ბუნაგიდან...
გაზაფხულის ნიავებს გაჰყვებიან კეთილი სურვილები და შავი ტყის ფიქრის ბნელ მიწურში სხვა დაუნთებს ჩემს მუზას ვნების ცეცხლს...
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen